საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

  • 12 ოქტომბერი 19:10

საქართველოს პერმიერ მინისტრის განცხადებით, თბილისი ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და უარყოფს ცალმხრივ ქმედებებს.

ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.


"ვიმედოვნებთ, კრიზისი ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად გადაიჭრება", - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.


კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა, სადაც ხმის მიმცემთა 90%–ზე მეტმა დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობას. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა დაახლოებით 43% გამოცხადდა.
კატალონიის ლიდერებმა დამოუკიდებლობის აქტს გუშინ საღამოს მოაწერეს ხელი.