სამი შვილის მამამ სახლი და ძვირფასეულობა გაყიდა და ბიტკოინები იყიდა

  • 12 ოქტომბერი 18:21

39 წლის ჰოლანდიელმა დიდი ტაიჰუტმა მთელი თავისი ქონება გაყიდა და კრიპტოვალუტა იყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Sydney Morning Herald-ი ავრცელებს. 

 

დიდი ტაიჰუტი უკვე დიდი ხანია რაც კრიპტოვალუტით არის დაინტერესებული, თუმცა აქამდე ამ ვალუტის გამო დიდი თანხა არასოდეს გაუღია. ამ ზაფხულს მან მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ავსტრალიასა და აზიაში იმოგზაურა და ყველგან ბიტკოინის ბაზარს სწავლობდა. ჰოლანდიაში დაბრუნების შემდეგ კი თავისი სახლი, უძრავი ქონების დიდი ნაწილი და ძვირფასეულობა გაყიდა და მთელი თანხა კრიპტოვალუტაში დააბანდა.

სრული ვერსიის ნახვა