რუსებმა ეკლესია სპეცსამსახურებში გაცვალეს

  • pia.ge
  • 12 ოქტომბერი 18:09

რუსეთის მოქალაქეები, „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2017 წელს „ეფესბესა“ და სხვა სპეცსამსახურებს უფრო ენდობიან, ვიდრე ეკლესიას.

სპეცსამსახურებმა ეკლესია პირველად ჩააჩოჩეს სამი ყველაზე სანდო ინსტიტუციის სიიდან.


გამოკითხვის თანახმად, რუსების უმრავლესობას სახელმწიფო დუმა არ აინტერესებს. გამოკითხულთა 85%-ის აზრით, ხელისუფლება შორსაა ხალხის ინტერესებისგან.


ამ შინაარსის გამოკითხვა რუსეთში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.


რუსეთის მოქალაქეების მეტ ნდობას პრეზიდენტი იმსახურებს. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწინაურდნენ ძალოვანი უწყებები.


2015 წელს პირველ ადგილზე პრეზიდენტი იყო, მეორეზე არმია, ხოლო მესამე პოზიციაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იყო გამყარებული. 2017 წელს კვლავ პრეზიდენტი ლიდერობს, არმიაც ინარჩუნებს მეორე ადგილს, ხოლო მესამე პოზიციაზე ეკლესია „ეფესბემ“ და სპეცსამსახურებმა ჩაანაცვლა.


რუსეთის მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ პოლიტიკურ პარტიებს, ბანკებსა და მსხვილ ბიზნესს.

წყარო: digest.ge