ვინ არის გოგონა, რომელმაც კახა კალაძეს მიკროფონი „წაართვა“

  • mshoblebi.ge
  • 17 სექტემბერი 23:29

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახი კალაძის მუშტაიდის ბაღში, დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრისას, პატარა ნინოსთან გადაღებულმა ფოტომ, მთელი საქართველო აალაპარაკა.

როგორც აღმოჩნდა, სცენაზე ასულმა ნინომ, მას სიტყვის დასრულებისთანავე მიკროფონი "ჩამოართვა".


თუ როგორ მოხვდა მე-18 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე, 8 წლის ნინო ჭანტურიძე მერობის კანდიდატთან ერთად ჯერ სცენაზე და შემდეგ ფოტოზე ამის შესახებ სასაუბროდ Mshoblebi.ge ნინოს დედას, ინგა ლოლაძეს გაესაუბრა.


- როგორ მოხვდა ნინო სცენაზე ?



- "მუშტაიდის ბაღში„ ჰქონდა ამომრჩეველთან შეხვედრა კახი კალაძეს. ჩვენ სარეაბილიტაციო ცენტრიდან ცოტა ადრე წამოვედით, რომ შეხვედრას დავსწრებოდით. იქვე ვცხოვრობთ. ნინომ სახლი რომ დაინახა, გააპროტესტა, არ მინდა სახლშიო. ვუთხარი, მუშტაიდში მივდივართ კარგი ბიძიას სანახავად-თქო... სცენას მივუახლოვდით, ბავშვი ჯებირზე დავსვი. კალაძის გუნდის წევრებმა იცნეს და მითხრეს, რომ შემოღობილის შიგნით შემეყვანა, რათა არავის გაეჭყლიტა... სცენიდან შორს ვიყავით, ბეტონის ჯებირზე იჯდა ნინო და ყოველი გამომსვლელი, როგორც კი დაამთავრებდა სიტყვას იძახდა -ახლა მეო. ოთხჯერ ჩამოხტა ჯებირიდან.  როდესაც ყველა მორჩა სიტყვით გამოსვლას, აი, მორჩა, ჩემი ჯერიოა და ისევ ჩამოხტა ჯებირიდან. აღარ გავაჩერე. გაიქცა სცენისკენ და და კალაძეს წინ შეხვდა, კიბეზე ჩამოდიოდა. კახი მიეფარა, მაგრამ ბავშვმა ხელი მოკიდა - წამოდიო უთხრა... ცოტა დააბნია კიდეც... ხელმოკიდებულმა ააბრუნა სცენაზე და ტრიბუნასთან რომ მივიდნენ, ახლა ხელშიო უთხრა, ხელში აყვანა სთხოვა. მიკროფონები გამორთული იყო უკვე.


რა თქვა თავიდან ვერ გავიგე. ვერავინ ვერ გაიგო. მერე თალაკვაძემ თქვა, მემგონი: - მიკროფონი ჩაურთეთო და ნინომ თქვა: "დედამ ანოს და მე კალქია ეს ბიძიაო. გილოცავთ ამ წელს" - ასე დაამთავრა და ჩაეხუტა კალაძეს. მან ის სცენიდან ჩახუტებული ჩამოიყვანა და ჩვენც დავემშვიდობეთ.


- როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, სცენა ნინოს სტიქია, მსგავს ფაქტს თუ ჰქონია მანამდე ადგილი?
- სცენა ზოგადად ნინოს სტიქიაა, სადაც მიკროფონს ხედავს, ყველგან გარბის.


ერთი ფაქტის გახსენება შემიძლია. სცენა არა, მაგრამ, 2 წლის წინ, 26 მაისს თავისუფლების მოედანზე ღარიბაშვილს შევეჩეხეთ. შვილი ახლდა თან და წყლის ბოთლი ეჭირა. ნინო ბოთლზე წაეპოტინა... წყალი მინდაო. ვტაცე ხელი და უნდა გამომეყვანა... ღარიბაშვილმა დაიცადეთო და წყალი თავისი ხელით დაალევინა. 3-4 წუთიო გააჩერა, ჯერ არ მოვრჩი კიდევ მინდაო.

სრული ვერსიის ნახვა mshoblebi.ge