რუსმა დეპუტატმა შშმ ბავშვების სიცოცხლეს ამაზრზენი და უაზრო უწოდა

  • reitingi.ge
  • 14 სექტემბერი 14:26, 2017 წელი

რუსი პოლიტიკოსის ვლადიმერ ჟირინოვსკის ვაჟმა, დეპუტატმა იგორ ლებედევმა განაცხადა, რომ უმჯობესია შშმ ბავშვები საერთოდ არ გაჩნდნენ.

ტვიტერზე ატვირთულ ვიდეოზე კომენტარის გაკეთებისას, სადაც პატარა გოგონაა აღბეჭდილი, რომელსაც არ აქვს ხელები, დეპუტატმა ლებედევმა უნარშეზღუდული ბავშვების ცხოვრება უაზროდ მოიხსენია.


"რატომ აძლევენ ასეთ ბავშვებს გაჩენის უფლებას. ეს ხომ ტანჯვაა და არა ცხოვრება?! თანამედროვე მედიცინა პათოლოგიებს წინასწარ ადგენს" - წერს ვიდეოზე ლებედევი.


რაზეც სხვა დეპუტატმა, სერგეი ბაიარსკიმ უპასუხა, რომ მან "ამაზრზენი შეფასება" გააკეთა.


ლებედევმა კი განმარტა: "ამაზრზენია, როცა ასეთები იტანჯებიან და არ ცხოვრობენ".


 

სრული ვერსიის ნახვა reitingi.ge