"ამერიკის ყველაზე საძულველი კაცი" ციხეში ჩასვეს

  • imedinews.ge
  • 14 სექტემბერი 14:00

მარტინ შკრელი 5 ათასს დოლარს სთავაზობდა მას, ვინც კლინტონის მოჭრილ თმებს მიუტანდა.

სასამართლომ, ამერიკელ მილიონერს მარტინ შკრელის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო დადგენილებით, შკრელიმ, რომელსაც ბრალად ედება ფინანსური მაქინაციები, დაარღვია გირაოთი გათავისუფლების პირობები, რომლის ოდენობა 5 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ BBC წერს. 


"ამერიკის ყველაზე საძულველი კაცის" სახელით ცნობილმა ბიზნესმენმა, სოცქსელებში ჰილარი კლინტონის შესახებ მუქარის შემცველი პოსტები გამოაქვეყნა. ის 5 ათასს დოლარს სთავაზობდა იმას, ვინც კლინტონის მოჭრილ თმებს მიუტანდა. 


შკრელიმ ამ ყველაფერს ხუმრობა უწოდა, სასამარლოს წერილობითი პატიება სთხოვა, თუმცა სასამართლომ ეს არასაკმარისად ჩათვალა. 


ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, მილიონერს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. 


2015 წლის აგვისტოში, მარტინ შკრელის ფარმაცევტულმა კომპანია Turing Pharmaceuticals-მა, 50 მლნ დოლარად შეიძინა აივ-ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა სამკურნალო წამლის წარმოების პატენტი, სექტემბერში კი ერთი აბის ღირებულება 18-დან 750 დოლარამდე გაზარდა, ანუ პრეპარატი 4166 პროცენტით გააძვირა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge