ლიბიაში დაკავებულ მეზღვაურთა შორის ერთი ბათუმელია

  • ajaratv.ge
  • 14 სექტემბერი 13:44

მეზღვაურებს სავარაუდოდ უკანონო ტვირთი გადაჰქონდათ. 

ლიბიაში დაკავებულ მეზღვაურთა შორის ერთი ბათუმელია - ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 30 აგვისტოს დააკავა.  ეკიპაჟის 11 წევრიდან 3 ქართველია, მათ შორის არის კაპიტანი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ სავარაუდოდ უკანონო ტვირთი გადაჰქონდათ. 


გემი ამჟამად ქალაქ ტრიპოლში დგას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, დანარჩენი ორი მეზღვაურის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.

სრული ვერსიის ნახვა ajaratv.ge