"ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას უარყოფითი შედეგები მოაქვს"

  • mshoblebi.ge
  • 14 სექტემბერი 13:45

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე იქადაგა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ეკლესიური ახალი წელი და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.


უწმინდესმა მისი სტუდენტობის წლებიც გაიხსენა. პატრიარქის თქმით, იყვნენ ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც კარგად სწავლობდნენ, მეცადინეობდნენ და ითვისებდნენ პროფესორების მიერ გადმოცემულ ლექციებს, მაგრამ წიგნების კითხვას ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას.


უწმინდესის განცხადებით, ასეთი სტუდენტები თავისი ცოდნით და განათლებით სუსტები იყვნენ.


"ვიყავით ისეთი სტუდენტები, რომლებიც მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით საინტერესო წიგნებს. ჩვენ ვკითხულობდით ფილოსოფიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას. ეს ყველაფერი აფართოებდა ჩვენს ცოდნას. უნდა ითქვას, რომ ცოდნის მიღება საკმარისი არ არის. ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები. ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები. აი ასეთი კეთილი თვისებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე და შეგახსენოთ უფლის სიტყვები - ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ". "ღმერთმა მოგცეთ მადლი, წყალობა, სიბრძნე, სიხარული, სიყვარული და მტკიცე სარწმუნოება", - განაცხადა ქადაგების ბოლოს უწმინდესმა.


 

სრული ვერსიის ნახვა mshoblebi.ge