რომელ ადგილს იკავებს საქართველო მოქალაქეობის მიმზიდველობის მსოფლიო რეიტინგში?

  • 1tv.ge
  • 14 სექტემბერი 13:35

კომპანია Henley & Partners-ის მიერ ჩატარებული ყოველწლიური კვლევის მიხედვით, 2016 წელს მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი გერმანიის მოქალაქეობა იყო. 

 


ავტორები ცდილობენ დაადგინონ, თუ რომელი ქვეყნის პასპორტის მიღებაა ყველაზე მიმზიდველი. 


რეიტინგში პირველ სამეულში გერმანია, საფრანგეთი და დანიაა. გერმანიის პასპორტით უვიზოდ მსოფლიოს 176 ქვეყნის მონახულებაა შესაძლებელი.


საქართველომ რეიტინგში 104-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა-107-ე, სომხეთმა - 94, ხოლო რუსეთმა - 63-ე.


 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge