"გიორგი ცინცაძემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა"

  • 1tv.ge
  • 14 სექტემბერი 13:31

საქართვლოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძის განცხადებით, გიორგი ცინცაძემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო.

"მე ერთხელ უკვე განვაცხადე, რომ ცინცაძის საკითხი არის სულ სხვა თემა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ცინცაძემ ეს განცხადება გააკეთა ემოციურ ფონზე. რამდენჯერმე გვქონდა თხოვნა გულშემატკივრების მიმართ, რომ ტურნირის მიმდინარეობისას ამ მძიმე პერიოდისას თავი შეეკავებინათ "მეგობრული შეფასებებისგან". გიორგიმ ისეთი ჯანმრთელობით ითამაშა ტურნირი, რომ მას ფაქტიურად ცალი ფეხი უმოქმედო ჰქონდა. თუმცა, მაქსიმუმი დადო იმისთვის, რომ გუნდს კიდევ ერთი დანაკლისი არ ჰქონდა. გიორგი ალბათ დაწყნარდება, გაანალიზებს ყველაფერს და მე მგონია, რომ მას აქვს ძალა, ენერგია და ოსტატობა, რომ კიდევ რამდენიმე წელი ემსახუროს ნაკრებს", - განაცხადა გაბრიჩიძემ.


 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge