ქარიშხალ "ჰარვის" შემდეგ ტეხასის სანაპიროზე ზღვამ უცნაური არსება გამორიყა

  • 1tv.ge
  • 14 სექტემბერი 13:32

ცხოველი სავარაუდოდ მექსიკის ყურეში ბინადრობს.

ქარიშხალ "ჰარვის" შემდეგ ტეხასის სანაპიროზე ზღვამ უცნაური არსება გამორიყა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 


ბრიტანული ტელეკომპანიის ინფორმაციით, მკვადრი ცხოველი ადგილობრივმა მცხოვრებმა, პრიტი დესაიმ აღმოაჩინა, რომელმაც მისი ფოტოები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განათავსა. 


მალევე მას ბიოლოგი კენეტ ტაიგი გამოეხმაურა, რომლის ვარაუდით, უცნაური ზღვის არსება გრძელი კუდით, ბასრი წვრილი კბილებითა და თვალების გარეშე გიგანტური გველთევზაა, რომელიც მექსიკის ყურეში ბინადრობს.




 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge