პირი, რომელმაც კიევში თემურ მახაურის ავტომობილი ააფეთქა დაფიქსირებულია

  • 1tv.ge
  • 14 სექტემბერი 13:27

როგორც გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, პირი, რომელმაც კიევში სავარაუდოდ თემურ მახაურის ავტომობილი ააფეთქა, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

გამოცემის ინფორმაციით, კადრებში ჩანს, როგორ აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდგენელმა პირმა, შემდეგ კი მიწისქვეშა გადასასვლელში მიიმალა. 


"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, აფეთქების ადგილას პოლიციამ დეტონატორის და მექანიზმის ნაწილები აღმოაჩინა, საიდანაც დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა რადიოსიგნალით აამოქმედეს.


 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge