სასულიერო პირი "ჩცდ"-ს აკრიტიკებს - "კადრები რომ გაგიელვებს საკუთარი გამოცდილებიდან"

  • facebook.com
  • 14 სექტემბერი 10:50

"ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის მხოლოდ თიზერმა, უკვე დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

როგორც ჩანს, ახალ სეზონზე სერიალში, ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან. თიზერში ჩანს, რომ ახალ სეზონზე სასულიერო პირების გარშემო განვითარდება მოვლენები, საზოგადოების აღშფოთება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.


"რა უნდა გითხრათ ადამიანმა ... სულმდაბლობის უმაღლეს დონეს რომ მიაღწიეთ...", "ამ სცენის ყურების გამო ათეისტი კი არ გახდები, როგორც ზოგიერთებს ჰგონია, პირიქით მიასმაგდება რწმენა სამყაროს შემოქმედის მიმართ, ბიბლიას თუ წაიკითხავთ, ნახავთ ყველა საუკუნეში იყო ასე გამაფიოზებული სამღვდელოება და ამას ასაჯაროებს ბიბლია, თითზე ჩამოსათვლელი იყო ნამდვილი ღვთის მოშიში და ეს სცენა ზუსტად ასახავს ქართულ რეალობას, მოდას აყოლილ რელიგიურობა", "ოღონდ ერთი რამე გახსოვდეთ, გვარამია უფრო ეზიზღება ხალხს ვიდრე მაგ სერიალში წამოჭრილი პრობლემები", "როგორ რეალობასაც არ უნდა ასახავდეს ძალიან არასწორია ამ დოზით სასულიერო პირების განხილვა. სულ მცირე შეურაცხყოფაა სარწმუნოების და მათი ვინც უფალს მიუძღვნა თავი" - წერენ კომენტარებში.


პოლემიკაში სასულიერო პირი, მამა ილია ჭიღლაძეც ჩაერთო: "ტანსაცმელი პატრიარქის აცვია და ჯვარი - იღუმენის აქვს"- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.


რასაც მამა ილია პასუხობს: "ეპისკოპოსია წარმოდგენილი მანდ თავისი მონა-მხევლებით, მთავარი დედააზრი ეგაა, აქსეუარების პირობითობა უფრო სარკასტულს ხდის რეალობას. აი, ცოცხალი კადრები რომ გაგიელვებს საკუთარი გამოცდილებიდან" - წერს სასულიერო პირი.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com