აზიური ფაროსანა და ხანძარი - რამდენი მილიონით დაზარალდა ქვეყანა?

  • 14 სექტემბერი 11:01

გაზეთი "რეზონანსი" დღევანდელო ნომერში საქართველოში ბოლო სამ თვეში გამოწვეული ფინანსური ზარალის შესახებ წერს.

ივნისიდან მოყოლებული, დასავლეთ საქართველოს მავნებელმა მწერებმა შეუტიეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ხანძრები მძვინვარებდა. მატერილური ზარალი ორივე შემთხვევაში ძალიან დიდია.


ქვეყანა ხანძრებისა და მწერებისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, მაგრამ იმდენად დიდია, რომ ზუსტი რიცხვის დადგენაც შეუძლებელია. ბოლო 3 თვეში ზარალის რაოდენობა ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. ამას გარდა, აღდგენით სამუშაოებს ათეულობით წელი და მილიონობით ლარი სჭირდება.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზარალის დათვლა ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ ზუსტი რიცხვის დასახელებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია.


"როდესაც ზუსტად გვეცოდინება ზარალის ოდენობა, აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას", - განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.


სანამ ოფიციალური უწყება კონკრეტულ მონაცემებს აჯამებს, უკვე ვრცელდება ზარალის თაობაზე სავარაუდო ინფორმაცია. მავნებელმა დასავლეთი საქართველო 50 მლნ ლარით აზარალა.


 


საქართველოს ტყეების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 84 მლრდ ლარია, ხოლო ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს განადგურებულია, - ამის შესახებ "რეზონანსს" ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში თემურ კანდელაკმა განუცხადა.


მისი თქმით, ზარალის კონკრეტული რაოდენობა დათვლილი არ არის, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი დასადგენია, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი მილიარდობით ლარს ითვლის. რაც შეეხება მის აღდგენას, ათეულობით წელი და მილიონობით ლარია საჭირო, რომ ტყემ სასურველი სახე მიიღოს.


 


 

სრული ვერსიის ნახვა