"საუკეთესო ქმრების კონკურსში აუცილებლად ჩემი მეუღლე გაიმარჯვებს“ - ნინო ჩხეიძე

  • 14 სექტემბერი 10:14, 2017 წელი

მომღერალი ნინო ჩხეიძე მეუღლეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.

"დღეს ძალიან მაგარი ბიჭის დაბადების დღეა! 14 წელია, ერთად ვართ და ამ ადამიანთან გავატარე მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება და თუ იქნება კონკურსი საუკეთესო ქმრებს შორის, აუცილებლად ჩემი გაიმარჯვებს… კარგი მეგობარი, ჭკვიანი, კეთილი, პოზიტიური,მეოჯახე და რაც მთავარია, ძალიან კარგი ადამიანი   გილოცავ, გიო, მიყვარხარ“, - წერს ნინო ჩხეიძე.