აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა - დაშავებულია 15 ჯარისკაცი

  • pia.ge
  • 14 სექტემბერი 09:51

კალიფორნიის შტატის სამხედრო ბაზაზე სწავლების დროს, ტანკ-ამფიბიას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად საზღვაო ქვეითთა კორპუსის 15 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

დაშავებული ჯარისკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


სწავლება საზღვაო ქვეითების ბაზა კემპ-პენდლტონზე მიმდინარეობდა. დაუდგენელია რამ გამოიწვია ტანკის აალება. მიმდინარეობს გამოძიება.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge