ტყაიაში ამბულატორიის ყოფილი შენობა დაიწვა (ფოტო)

  • 1tv.ge
  • 14 სექტემბერი 00:07

თვითმხილველების თქმით, ხანძრის დროს შენობაში არავინ იყო.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში სამედიცინო ამბულატორიის ყოფილი შენობა დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა. 



თვითმხილველების თქმით, ხანძრის დროს შენობაში არავინ იყო. 



სოფლის რწმუნებულმა ედემ კაკუტიამ პირველ არხს განუცხადა, რომ შენობა ამორტიზებული იყო და არ გამოიყენებოდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge