სროლა ვაშინგტონის სკოლაში - დაიღუპა ერთი მოსწავლე

  • 1tv.ge
  • 13 სექტემბერი 23:32

შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა.

ვაშინგტონის შტატში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის დროს ერთი ადამიანი მოკლეს, ის სკოლის მოსწავლეა.  შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს. 



დამნაშავე სამართალდამცავებმა დააკავეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. დაშავებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. 



დაჭრილები ასევე მოსწავლეები არიან. 



ინციდენტი ქალაქ სპოკანესსკოლაში სწავლის დაწყების შემდეგ მოხდა. ამის გამო ქალაქის სიახლოვეს მდებარე ყველა სკოლა დროებით დახურეს. ამჟამად სასწავლო პროცესი განახლდა.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge