"სააკაშვილი სასამართლოში სარჩელს რომ შეიტანს, უკრაინა მას საქართველოს ვეღარ გადასცემს"

  • newposts.ge
  • 13 სექტემბერი 23:21

"მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილს მოქალაქეობა ქვეყანაში არყოფნის დროს ჩამოართვა".

უკრაინულ მედიაში ფართოდ განიხილება საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის აქტის სასამართლოში გასაჩივრების საკითხი. ამ თემაზე თავის მოსაზრებას გამოთქვამს იურისტი, ექსპერტი-კრიმინოლოგი ანა მალიარი. იურისტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, დაუმალა თუ არა მან შესაბამის ორგანოებს ის ფაქტი, რომ მასზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. იგი თვლის, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება, თუმცა საინტერესო იქნება, რამდენად დაისჯება ის ჩინოვნიკი, რომელმაც პეტრო პოროშენკოს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საბუთები შეუტანა. მას ხომ უნდა გადაემოწმებინა ყველა მონაცემი და ინფორმაცია მის შესახებ.


მალიარი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილს მოქალაქეობა ქვეყანაში არყოფნის დროს ჩამოართვა.


"ამ სიტუაციას, ფაქტია, გასდევს პოლიტიკური ელფერი. ეს ფაქტია, ჯერ ერთი ორივე მათგანი პოლიტიკოსები არიან. ამასთან თუ გავიხსენებთ, რა დროს გამოსცა პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულება, ცხადია, რომ მისი მოტივაცია ნამდვილად არ იყო მხოლოდ სამართლებრივი. იმ დროს სააკაშვილი არ იყო უკრაინაში და მომენტალურად ვერ გაასაჩივრებდა ამ განკარგულებას. მეტიც, ამ შემთხვევაში უკრაინა იძულებული იქნებოდა მისთვის სხვა დოკუმენტი - მოქალაქეობის არმქონე პირის მოწმობა მიეცა", - აცხადებს ექსპერტი.


დასასრულს, ანა მალიარი მიიჩნევს, რომ იმ დროიდან, რაც სააკაშვილი სასამართლოში სარჩელს შეიტანს, უკრაინა მას საქართველოს ვეღარ გადსასცემს, სანამ უკრაინის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის განხილვას არ დაასრულებს.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge