ბაბუის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში განახლდა

  • ქრონიკა
  • 5 სექტემბერი 11:50, 2017 წელი

მარიამ კუპრეიშვილი ანგარების მიზნით, საკუთარი ბაბუის 77 წლის ჯუმბერ კუპრეიშვილის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

ბაბუის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში განახლდა. მოსამართლემ ბრალდების პოზიცია წინა სხდომაზე მოისმინა. ამ წუთებში კი დაცვის მხარის ვერსიას ისმენს, რის შემდეგაც სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.


 


საქმე ეხება 78 წლის ჯუმბერ კუპრეიშვილის მკვლელობას. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მისივე შვილიშვილი მარიამ კუპრეიშვილი და მისი მეგობარი გიორგი გვარამიაა, რომლებსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შეთხვევაში, მათ 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


 


მარიამ კუპრეიშვილი ანგარების მიზნით, საკუთარი ბაბუის 77 წლის ჯუმბერ კუპრეიშვილის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული. მის და გიორგი გვარამიას წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 187-ე მუხლით მიმდინარობს.

წყარო: ქრონიკა