მომდევნო 3 წლის განმავლობაში ეროვნული საგამოცდო სისტემის ცვლილება არ იგეგმება

  • 13 აგვისტო 19:35

„შემდეგი სამი წლის განმავლობაში ეროვნული გამოცდები ისევ იქნება ცალკე, დამოუკიდებელი სასკოლო გამოცდებისგან“, – ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ცნობილია, წინა მინისტრის პერიოდში შექმნილ განათლების განვითარების 10–წლიან სტრატეგიულ გეგმაში, სასკოლო და უმაღლესში მისაღები გამოცდების გაერთიანება იყო გათვალისწინებული. ამჟამინდელი მინისტრი სამომავლოდ ასეთ ცვლილებას არ გამორიცხავს.


„ჯერ–ჯერობით, მე ვფიქრობ, რომ უახლოეს სამ წელიწადში საგამოცდო სისტემის ცვლილება არ გვექნება. თუმცა, ის, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ განვითარებისთვის ფაქტია, თუნდაც იმიტომ, რომ საერთაშორისო პროგრამების აკრედიტაცია გულისხმობს, რომ ქართულ უნივერსიტეტს შეუძლია გაიაროს საერთაშორისო აკრედიტაცია და შესაბამისად უცხოელ სტუდენტებს ეროვნულ გამოცდებს ვერ გავატარებთ და დასჭირდება ჩარიცხვების ალტერნატიული მექანიზმი. მომავალში ეს მექანიზმები შეიძლება გავრცელდეს ყველა სტუდენტზე. შემდეგი სამი წლის განმავლობაში მე ვფიქრობ, რომ ეროვნული გამოცდები ისევ იქნება ცალკე, დამოუკიდებელი სასკოლო გამოცდებისგან, იმის შემდეგ კი ჯერ–ჯერობით გამიჭირდება თქმა".

წყარო: digest.ge