ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგოამრეობა მძიმე რჩება

  • 13 აგვისტო 18:12

ქართველი პოეტი ნაჯსუღ ჩარკვიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"პირველს" ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, თამარ ჩარკვიანმა განუცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

"ექიმები ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ, ძალ-ღონეს არ იშურებენ. ჩვენჯ იმედი გვაქვს, რომ გამოკეთდება, თუმცა ახლა მდგომარეობა კვლავ მძიმეა",- აცხადებს თამარ ცარკვიანი.

ქართველმა პოეტმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი "ერთი ღამის სიჩუმეში". ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: "რწმენის კედელი" (1970), "დიდი ნათელი" (1980), "ერთტომეული" (1981), "რჩეული პოემები" (1983), „მე და შენ” (1984), "არცა ვმსახურობდე სხვას!" (1989), პუბლიცისტური წიგნი "თავისუფლება ლომთა ხვედრია".

წყარო: digest.ge