მარიამობის მარხვა ხვალ იწყება

  • 13 აგვისტო 13:42

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწული, 19 აგვისტო. 

მარხვა მაცხოვარის ბრწყინვალე აღდგომისა და ამაღლების შემდეგ დაიწყეს წმინდა მოციქულებმა, როდესაც მათზე აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს სულიწმინდა გადმოვიდა.

აქედან უკვე დადგინდა პირველად აღდგომის მარხვა. შემდგომ კი მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დაწესდა შობის, პეტრე-პავლობის და მარიამობის მარხვები.


წყარო: digest.ge