"ციანიდის საქმე" სპექტაკლია, რადგანაც არც პატრიარქს კლავდნენ და არც შორენა თეთრუაშვილს

  • ასავალ დასავალი
  • 3 ივლისი 12:07, 2017 წელი

“ციანიდის საქმე“ სპექტაკლია, რადგანაც არც პატრიარქს კლავდნენ და არც შორენა თეთრუაშვილს“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში გიორგი ანდრიაძესთან ინტერვიუს სთავაზობს.

"დიდი ხანია ვამბობ, რომ „ციანიდის“ საქმე სპექტაკლია, რადგან არც პატრიარქს კლავდნენ და არც შორენა თეთრუაშვილს. თავად განსაჯეთ – თეთრუაშვილის ან სხვა ვინმეს მოკვლა რომ ნდომოდათ. ამისათვის გერმანიაში წასვლა რა საჭირო იყო, როცა საქართველოში გაცილებით ადვილად ჩაიდენდნენ დანაშაულს?! საუბედუროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციაში ძირითად როლს ასრულებენ ქართული ტელევიზიები, რომლებიც უკვე მესამე თვეა, დემონსტრაციულად არ მითმობენ ეთერს და „ციანიდის“ საქმეს „ ცალმხრივად აშუქებენ. რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“ -მა ინტერვიუ ჩამომართვა, მაგრამ ეთერში არ გაუშვეს. საპატრიარქო „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით მოკლე განცხადებებით შემოიფარგლება და ეს ასეც უნდა იყოს. მეტიც, საპატრიარქო საერთოდ არ უნდა ჩართულიყო ამა თუ იმ ძალასთან ოპონირებაში, მაგრამ ჩაითრიეს და ზიარების საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და დეკანოზ მამალაძეს შორის დაპირისპირების მომსწრენიც კი გავხდით. ზიარების მიღება ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის პატიმრის რელიგიური უფლებაა და სანამ მეუფე იაკობი ეპიტიმიას დაადებდა, მეუფე პეტრემ რატომ არ აზიარა დეკანოზი მამალაძე? დიახ, პეტრე ცაავა მამალაძის უდანაშაულებაში დარწმუნებულია, გაიძახის, ციხეში მართლა კაცი ზისო და მთელი ოთხი თვის განმავლობაში შეეძლო ეზიარებინა“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ -დასავალთან“ ინტერვიუში გიორგი ანდრიაძე.

წყარო: ასავალ დასავალი