ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

  • 3 ივლისი 00:25, 2017 წელი
  • 3 ივლისი 00:55, 2017 წელი

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 4 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა. 3 მათგანი ემოციური ფონის საფუძველზე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მე-4 კი შუშის ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობების გამო მოათავსეს სამედიცინო დაწესებულებაში.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ელიავას ბაზრობაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიებში იყო გავრცელებული. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია. დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.


ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 30-მდე სახანძრო ბრიგადა და 150 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.


ამ ეტაპზე სახანძრო მანქანების ნაწილი ტოვებს ტერიტორიას. ადგილზე რჩებიან მეპატრონეები.