"გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ!" - ჯონდი ბაღათურია

  • 11 ივნისი 17:29, 2017 წელი

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"მეც ვუერთდები ამ აქციას! გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ!


უკრაინაში მიმდინარეობს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა, ტაძრების ყაჩაღური დარბევები და მიტაცება სქიზმატების მიერ ( უკვე დაარბიეს და მიიტაცეს 40 ტაძარი ), სამღვდელოების და მრევლის ფიზიკური შეურაცხყოფა და დამცირება.


ორშაბათს, 12 ივნისს, 13:30 საათზე, უკრაინის საელჩოსთან ( ჭავჭავაძის N 76 გ, კუს ტბის ასახვევთან ), იკრიბება მართლმადიდებელი მრევლი. ვისაც გული შეგტკივათ და ფიზიკურად შეგიძლიათ, თქვენც მობრძანდით. ჭავჭავაძის N 76 გ, კუს ტბის ასახვევთან", - წერს ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.