"პარლამენტის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება"

  • ახალი თაობა
  • 31 მაისი 10:36, 2017 წელი

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "ახალ თაობასთან" ინტერვიუში საკანონმდებლო ხელისუფლებაში ცვლილებებს აანონსებს.

პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიაში ელჩად დაინიშნება, საკანომდებლო ორგანოში კი მას მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს.


"პარლამენტის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდება - ამის შესახებ ღიად საუბრობენ ხელისუფლებაში. კობახიძეს "ოცნებამ" უკვე შეუსუსტა პოზიციები. პირველ ეტაპზე ის კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესს ჩამოაცილეს. აშკარად იგრძნობა, რომ მამუკა მდინარაძეა ამ ამბავში პირველი პირი, გარდა იმისა, რომ ამ პროცესს განაგებს, დე ფაქტოდ პარლამენტშიც უკვე ჩაანაცვლა კობახიძე. ეს ჩანაცვლება მალე ოფიციალურადაც გაფორმდება. კობახიძე განცხადებას დაწერს და წავა, მერე "ოცნების" ლიდერები გამოვლენ და იტყვიან, რომ კობახიძემ თავი ამოწურა და ახლა ის სამშობლოს სხვა ფრონტზე სჭირდება. გვეტყვიან, რომ დღეს საქართველოსთვის გერმანიასთან ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ისიც სიამოვნებით დასთანხმდება გერმანიაში საქართელოს დესპანის თანამდებობას", - ამბობს კახა კუკავა "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.

წყარო: ახალი თაობა