"ადვოკატი „ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს ამხელს"

  • ასავალ დასავალი
  • 15 მაისი 12:45, 2017 წელი

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს ყოფილ მოსამართლესთან და ამჟამად ადვოკატთან, ნუგზარ ბირკაიასთან ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს.

 


ადვოკატი ნუგზარ ბირკაია გამოცემასთან საუბარში 2013 წლის 8 დეკემბრის ყრილობას იხსენებს და ზაზა ხატიაშვილს „ადვოკატთა ასოციაციის“ მონოპოლიაში ამხელს.


„დღეს საქართველოში ზაზა ხატიაშვილის „ადვოკატთა ასოციაცია“ მონოპოლისტის მდგომარეობაშია, რადგან მას აქვს უფლება, ამა თუ იმ პირს ადვოკატის სტატუსი მიანიჭოს, შეუწყვიტოს ან საქმიანობის უფლება შეუჩეროს! ეს დაუშვებელია!”, – ამბობს ნუგზარ ბირკაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

წყარო: ასავალ დასავალი