"არსებობს საფრთხე, რომ აღდგომის დღესასწაულზე ქრისტეს საფლავზე წმინდა ცეცხლი არ გადმოვიდეს"

  • ასავალ დასავალი
  • 10 აპრილი 10:38, 2017 წელი

ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს.

"არსებობს ძალიან დიდი საფრთხე და შიში იმისა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ქრისტეს საფლავზე ღვთაებრივი, წმინდა ცეცხლი არ გადმოვიდეს! მოხდა ძალიან ბევრი რამის დამთხვევა, რაც ნაწინასწარმეტყველევია! კერძოდ, მსოფლიოს მერვე საეკლესიო კრება უნდა გამართულიყო, უნდა გახსნილიყო მაცხოვრის საფლავი და ქრისტეს საფლავზე ცეცხლი არ უნდა გადმოსულიყო. დიდება უფალს, საქართველოსა და სხვა მართმადიდებელი ქვეყნების თაოსნობით მსოფლიოს მერვე საეკლესიო კრება ჩაიშალა და არ შედგა, მაგრამ, მასამგიეროდ, უფლის საფლავი გახსნენს და დაახლოებით, ერთი თვის წინათ მისი რესტავრაცია ჩაატარეს. რა შედეგი დადგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე და გადმოვა თუ არა ღვთაებრივი ცეცლხლი, ამას მთელი კაცობრიობა ელოდება", - განაცხადა "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ზაალ კასრაშვილმა.


მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ცეცხლი არ გადმოვა, ერთ წელიწადში დედამიწაზე ანტიქრისტე გამოჩნდება:
"ამ მიმართულებით ჩემი მცირე ცოდნის გამო ბოდიშს ვუხდი მოძღვრებს, მაგრამ თუ ქრისტეს საფლავზე ცეცხლი არ გადმოვიდა, ერთ წელიწადში დედამიწაზე ანტიქრისტე გამოჩნდება და შემდგომი სამწელიწადნახევრის განმავლობაში მოსახლეობას სულს ამოართმევს! მხოლოდ ძალიან რჩეულები გადარჩებიან", - აცხადებს ზაალ კასრაშვილი.

წყარო: ასავალ დასავალი