პატრიარქს რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობა გაუფუჭდა!

  • ასავალ დასავალი
  • 3 აპრილი 20:11, 2017 წელი

გაზეთ "ასავალ-დაასვალში" გამოქვეყნდა სტატია, სადაც სააუბარია რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პატრიარქს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე.

"რუსეთის პრეზიდენტმა პეტერბურგში პატრიაქრქის ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს ილია მეორეს ხელი არ ჩამოართვა... პუტინი უწმინდესს მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა, ხოლო სულ ახლახან აფხაზეთში რუსი ეპისკოპოსი მიავლინა.


ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სქართველოს ერთიანობას შესაძლოა ეკლესიურადაც შეექმნას საფრთხე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ენით აუწერელი ტრაგედია იქნება. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ "ციანიდის საქმეზე" გამოძიება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნების წინააღმდეგ ვერ მიდის და პატრიარქის თხოვნას ითვალისწინებს - აღდგომამდე არავინ დაიჭიროთო!".


გაზეთი "ასავალ-დასავალი" ასევე, წერს, რომ სწორედ ილია მეორემ მიმართა თხოვნით გამოძიებას, რომ სოსო ოხანაშვილი არ დაეპატიმრებინათ:



"სწორედ, ილია მეორეს უთხოვია გამოძიებისთვის, რომ სოსო ოხანაშვილი არ დააპატიმრონ, საპატრიარქოში, ყველამ იცის, ვინ იდგა დეკანოზ გიორგი მამალაძის უკან და ვის მითითებებს ასრულებდა სასულიერო პირი, მაგრამ აქაც პატრიარქის თხოვნას ითვალისწინებენ და არშემდგარი დანაშაულის ორგანიზატორს ხელს არ ჰკიდებენ!", - წერს "ასავალ-დასავალი".

წყარო: ასავალ დასავალი