რას ამბობს ვახტანგ რჩეულიშვილის მკურნალი ექიმის მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

  • ახალი თაობა
  • 27 მარტი 11:57, 2017 წელი

კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ექიმი ცისმარ ალადაშვილის თქმით, რჩეულიშვილის მდგომარეობა მძიმეა, კლინიკურად რთული სურათია, თუმცა ამ დროისთის მართვადი.

"ამ დროისთვის ბატონი ვახტანგის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის რჩება სამედიცინო კლინიკაში, მედპერსონალის ყურადღების ქვეშ. რაც შეეხება დიაგნოზს, საკმაოდ რთული დიაგნოზია. ნანხია მრავლობითი მეორადი დაზიანებები, რაც მეტასტაზურ დაზიანებას შეესაბამება, რომელიც ვრცელდება მუცლის ქრონიკული დაავადების ფონზე. ადგლი აქვს სიმსივნეს. ამან შექმნა მდგომარეობა, რომელიც მეტაბოლურ დარღვევებსა და აქედან გამოწვეულ ენცეფალოპარიას შეესაბამება. მდგომარეობა მძიმეა, კლინიკურად რთული სურათია, თუმცა ამ დროისთის მართვადი", - აცხადებს ცისმარ ალადაშილი.


 

წყარო: ახალი თაობა