დიმა ჯაიანმა სამსახურიდან 11 ადამიანი გაუშვა - “ისე გაგვაგდეს არც კი გვითხრეს არაფერი“

  • ახალი თაობა
  • 9 მარტი 12:00, 2017 წელი

აფხაზეთის კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის კაპელადან 11 თანამშრომელი გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაციას კაპელადან გაშვებული ერთ-ერთი თანამშრომელი ავრცელებს:

“დიმიტრი ჯაიანმა 11 თანამშრომელი გაგვიშვა სამსახურიდან. მიზეზი სხვა სამსახურში მუშაობაა. ზოგიერთი 12 წელია ასეთი გრაფიკით მუშაობს დღემდე. მაგრამ რეალური მიზეზი ისაა, რომ კაპელას, რომელმაც არაერთ ქვეყანაში არაერთხელ ასახელა ქვეყანა და აფხაზეთი, სოხუმი, ასეთ კაპელას 400 ლარზე ემათხოვრება აფხაზეთის სამინისტრო. 11 ადამიანი გაგვაგდეს, არც კი გვითხრეს არაფერი... კიდევ რამდენის დაწერა მინდა, მაგრამ...“ 

წყარო: ახალი თაობა