89 მანქანის მფლობელი ქართველი ექიმი საცოლეს ეძებს

  • kvirispalitra.ge
  • 27 თებერვალი 16:23

ექიმი ამბობს, რომ სკოლის ასაკის შემდეგ არავინ ყვარებია და ის ამ დრომდე უცოლოა. ეძებს ახალგაზრდა საცოლეს, რომელიც მას შვილს გაუჩენს: "ღარიბი იყოს, უფრო დაუდებს გულს ოჯახს",- ამბობს ჯიმშერ პატაშური.


ექიმი ჯიმშერ პატაშური, რომელიც წლების წინ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა, ახალი მანქანების უნიკალურ კოლექციას ფლობს.

"89 მანქანა სხვადასხვა ადგილას მყავს გაჩერებული, ზოგი ბათუმში, თბილისში, ფასანაურში. ვაპირებ გავყიდო, ყველაზე უნიკალური მოდელები დავიტოვო და აღებული ფულით მუზეუმი გავაკეთო. იქვე რესტორანსაც ჩავდგამ და იმედია, კლიენტს მოვიზიდავ. 1938 წელს გამოშვებული ორი "ოპელი" მყავს, ამავე წელს გამოშვებული რამდენიმე BMW, 5 "პობედა". ესენი ანტიკვარებად ითვლება. 1960 წლის მერე გამოშვებული მანქანები ანტიკვარი ჯერ არ არის. გუგა კოტეტიშვილმა "ზიმი" მაჩუქა. ეს მანქანა 80 ათასი დოლარი ღირს. სხვა მანქანებს სხვა ფასი აქვს და 5 ათას დოლარზე ნაკლები არც ერთი არ ღირს. მყავს "ბიუიკიც", ის მოდელი რომლითაც პრეზიდენტი კენედი დადიოდა",- აცხადებს ჯიმშერ პატაშური, რომელიც თავად ფეხით სიარულს ამჯობინებს.

ექიმი ამბობს, რომ სკოლის ასაკის შემდეგ არავინ ყვარებია და ის ამ დრომდე უცოლოა.

"ბევრ ქალს მირიგებდნენ, ბევრსაც თავად დავადგი თვალი, მაგრამ ეტყობა ბედი არ იყო. ახლა შეთვალიერებული არავინ მყავს. საშუალო ასაკის ქალზე მინდა დაქორწინება, 30-35 წლის იყოს, რომ შვილი გამიჩინოს. არ აქვს მნიშვნელობა მის ქონებას, ღარიბი იყოს, უფრო დაუდებს გულს ოჯახს",- ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექიმი ჯიმშერ პატაშური.

წყარო: kvirispalitra.ge