იარაღი, რომელიც მამა გიორგი მამალაძის სახლში აღმოაჩინეს, დეკანოზს არ ეკუთვნის

  • ახალი თაობა
  • 23 თებერვალი 09:27, 2017 წელი

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბრალდებულის საქმეში აღმოჩენილი იარაღი დეკანოზს არ ეკუთვნოდა.

"როდესაც ნათელი გახდება, თუ როგორ აღმოჩნდა იარაღი დეკანოზის სახლში, ძალიან ნათელი სურათი წარმოიქმნება", - აცხადებს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. "თუ როგორ აღმოჩნდა იარაღი მამა გიორგი სახლში, ამას დეკანოზი გამოძიებამდე მოახსენებს საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წარმომადგენლებს. იარაღი მისი არ იყო", - განაცხადა ადვოკატმა. 

წყარო: ახალი თაობა