"ვკითხე, რატომ დატოვე ეკლესია-მეთქი? კგბ-ში რომ მდომოდა მუშაობა, პირდაპირ კგბ-ში წავიდოდიო"

  • ახალი თაობა
  • 17 თებერვალი 10:50, 2017 წელი

პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე "ახალ თაობასთან" საუბარში ერთ-ერთი მეგობრის ნათქვამ ამბავს იხსენებს:

"ჩემი ერთი მეგობარი, ასტროფიზიკოსი, წავიდა ეკლესიაში. ვინაიდან ძალიან განათლებული იყო, მალე დაწინაურდა - სამოქალაქო კუთხით საკმაოდ მაღალ თანამდებობას მიაღწია. მერე გავიგეთ, რომ ის ეკლესიიდან წამოვიდა. შემხვდა ქუჩაში და ვკითხე, რატომ დატოვე ეკლესია-მეთქი? შემომხედა და მითხრა, კგბ-ში რომ მდომოდა მუშაობა, პირდაპირ კგბ-ში წავიდოდი და იქ ვიმუშავებდიო. იცოდეთ, რომ ეკლესია კგბ-ს კონტროლის ქვეშ იყო?", - ამბობს პეტრე მამრაძე.

წყარო: ახალი თაობა