„ორი არაიდეალური ადამიანი ერთმანეთს შეხვდა... შეიყვარეს... და ერთმანეთისთვის იდეალურები გახდნენ“, - ამბობდა ვიტალი გიბერტი...
დიახ, ადამიანები კონკრეტულ დროსა და სივრცეში, საჭირო დროს, საჭირო ადგილას ერთმანეთს ხვდებიან. თითქოს იქ, სადღაც ზევით, ზეცაში მათი შეხვედრა დაწერილია.
სწორედ ასე შეხვდნენ ერთმანეთს დათო ფოცხიშვილი და ნინო ქართველიშვილი. მათ გადაცემა „პოსტ ალიონში“ თავიანთი სიყვარულის ისტორიის შესახებ ისაუბრეს.
როგორც თავად ნინო ამბობს, თავისი ფეხით მივიდა „ფოცხიშვილების“ ანსამბლში და იქ დაიწყო ყველაფერი.