Digest Logo

„ვიცი, ჩემს შვილს იმქვეყნად შევხვდები, მაგრამ მონატრება ძნელი გასაძლებია...“ - ნანა ფაჩუაშვილი

1652281003
ნანა ფაჩუაშვილი

მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ პირადი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებზე ისაუბრა. ფაჩუაშვილი შვილის გარდაცვალებას იხსენებს. ის ასევე ხაზი უსვამს, რომ მდგომარეობის შემსუბუქებაში საყვარელი საქმე დაეხმარა.

„როცა საყვარელი ადამიანები დავკარგე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვიცოცხლებდი შვილებისთვის, პროფესიისთვის. ავიყვანე თავი ხელში, მუდმივად დატვირთული ვიყავი, რომ ფიქრის დრო არ მქონოდა. გავრბოდი რეპეტიციებზე, შვილთან და შვილიშვილთან, ვეხმარებოდი საოჯახო საქმეებში, ვმუშაობდი ტელევიზიაში, ვთამაშობდი ათონელის თეატრში, რუსთაველის თეატრში. ამან გამაძლებინა, პასუხისმგებლობა მქონდა ხალხის წინაშე, ვისაც უნდოდა, თეატრში ვენახე.

ახლა ძალიან მიჭირს. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტკივილი არ ნელდება. არ მინდა, ამაზე ვისაუბრო და საზოგადოებას თავს მოვახვიო ჩემი დარდი. ვიცი, რომ ჩემს შვილს იმქვეყნად შევხვდები, მაგრამ მონატრება ძნელი გასაძლებია, უდიდესი ძალისხმევა მჭირდება. ისევ თეატრი მეხმარება, რომ მძიმე დღეები გადავაგორო“, - აცხადებს ნანა ფაჩუაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს არც პუტინთან აქვს რაიმე კავშირი და რუსეთთანაც წლებია შეხება აღარ ჰქონია“ - ხათუნა ხოფერია

🔵„იმოქმედეთ გააზრებულად, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად მოგვიანებით შეგახსენებთ თავს“ - ცაგარელი

🔵საქართველოში +28 გრადუსამდე დათბება