
მსახიობმა გიორგი გურგულიამ, გადაცემაში „ღამის პრაიმტაიმი“ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ის მოაჯადოეს. მისი თქმით ქალმა ჯადო გაუკეთა, მოსალოდნელი უბედურებისგან კი ბერის ლოცვამ იხსნა.
„ერთმა გოგონამ ჯვარი მაჩუქა, 2 დღეში გაშავდა, შემდეგ ბანაობისას შემაწყდა. ძალიან სქელი ძეწკვი ჰქონდა, თუმცა უცნაურად მოწყდა. მე ეკლესიური ოჯახიდან ვარ, შემთხვევით, უფლის განგებით ჩემს ოჯახში მოხვდა ბერი, ჯვარი დამადო თუ არა, ამიტყდა მთქნარება, ეს ბერი კითხულობდა კვეთებულის ლოცვებს. რომ დამინახა გადაირია, მითხრა, რომ 3-ჯერ კიდევ უნდა მომესმინა. ამ ლოცვების შემდეგ სამყარო სხვანაირად დავინახე. ამ გოგოს დიდხანს ვერ ვშორდებოდი, გადაკიდებული ვიყავი უცნაურად, ლოცვების შემდეგ კი მოვიშორე. მინდა ყველას ვთხოვო, რომ ერთმანეთს ცუდს ნუ გაუკეთებენ და მხოლოდ სიყვარულის ძალის იწამონ“, - განაცხადა გიორგი გურგულიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: