
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი სულ ცოტა ხნის წინ პატარა გალაკტიონის მშობლები გახდნენ. წყვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. მათ ახალშობილის არაერთი ფოტო გამოაქვეყნეს.
ამჯერად მარიტა მელიქიშვილმა ინსტაგრამ გამომწერებს რთული პერიოდის შესახებ უამბო.
როგორც ცნობილია, მარიტას ზაფხულში კოვიდი ჰქონდა და კლინიკაში მკურნალობა დასჭირდა.
„ზაფხულში, 5 თვის რომ ვიყავი, მაშინ მომაკითხა მეც კოვიდმა. დადასტურებიდან მეორე დღეს ისე ცუდად ვიყავი რომ ბატონ ლევან რატიანთან ვამჯობინეთ დაწოლა და მადლობა მათ.
მსუბუქად გადავიტანე, მაგრამ ძალიან დიდი ნერვიულობა გამოვიარეთ. 10 დღე გიორგის გარეშე მომიწია ყოფნა და ამას ყველაზე ძალიან განვიცდიდი. კლინიკიდან რომ გამოვედი, თითქოს ახლიდან დავიბადე. ყველა წუთი მინდოდა, ჩემს ძვირფას ადამიანებთან გამეტარებინა“, - დაწერა მელიქიშვილმა.
🔲აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ, აუცილებლად!“ - ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა
🔵„ზღაპარი გზაშია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი დადიანების სასახლეში გადაღებულ ულამაზეს ვიდეოს აქვეყნებს
🔵ოთოს და ჯულიანას ზღაპრული საახალწლო ნომერი - ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო