Digest Logo

„თანამშრომელს პირდაპირ მივახალე, რამხელა ცხვირი გაქვს, შენს ადგილზე საერთოდ არ გავიცინებდი და გარეთაც არ გამოვიდოდი-მეთქი“ - რას იხსენებს თამუნა გომართელი?

1653029190
თამუნა გომართელი

ჟურნალისტი, პიარმენეჯერი - თამუნა გომართელი გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ პატარაობიდანვე ძალიან პირდაპირი იყო.

„ძალიან პირდაპირი, გულწრფელი ბავშვი ვიყავი. არაფერზე ვიხევდი უკან და სიმართლეს ყოველთვის პირში ვახლიდი ადამიანებს.

ამაზე დედა სულ მსაყვედურობდა და მეუბნებოდა: სიმართლე ზოგჯერ ადამიანებს გულს სტკენსო. ერთხელ სამსახურში წამიყვანა და მის თანამშრომელს პირდაპირ მივახალე: რამხელა ცხვირი გაქვს, შენს ადგილზე საერთოდ არ გავიცინებდი და გარეთაც არ გამოვიდოდი-მეთქი.

ვფიქრობდი, სიმართლე ყოველთვის სასარგებლო იყო ადამიანებისთვის და მოხდა ისე, რომ ამ ქალის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

თურმე, ჩემამდე არავის უთქვამს სიმართლე მის ცხვირთან დაკავშირებით და მე ვიყავი პირველი, ვინც ეს გავუბედე. ეს ქალი წავიდა, გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და იმავე წელს გათხოვდა, ჰყავს შვილები და დღემდე ბედნიერია. შეიძლება, მისი ცხოვრება სულ სხვა გზით წასულიყო, მე რომ ეს ერთი ფრაზა არ მეთქვა“, - ამბობს გომართელი.

ასევე დაგაინტერესებთ

🎥 „ბოლოს საქართველოში დაბრუნების წინ ვნახეთ, ძალიან ენატრებოდა ბავშვი და ძალიან უნდოდა ნახვა...“ - სოფო ნიჟარაძემ ელის-მარია სააკაშვილთან ერთად მესამე პრეზიდენტი მოინახულა

🔵„მივიღე გამოწვევა - ამ შანსის გამოყენება ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდილება იქნება“ - მარიტა მელიქიშვილი

🔵„ეცადეთ შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები და არაფერი არ გადადოთ მომავლისთვის“ - მიხეილ ცაგარელი