Digest Logo

🎥 „თამუნა გომართელის ძლიერი მხარე ყველაფერთან ერთად სხვის უბედურებაზე აგებული კარიერაა... სანამ ყველაფერი აქ დაიწერა, ველი ზომებს“ - სკანდალური დაპირისპირება

1653030520
მერსი და თამუნა

გადაცემა „ღამის პრაიმთაიმი“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას - ჭარბწონიანობას და მის მინუსებს მიეძღვნა.

მოწვეული სტუმრები, აზრთა სხვადასხვაობის გამო, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ერთ-ერთმა სტუმარმა გადაცემაც კი დატოვა.

ეთერში დაპირისპირებამ სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა. ჟურნალისტ თამუნა გომართელს  და ასევე ჟურნალისტ მერსი სულხანიშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა ფეისბუკ საზოგადოება. რის გამოც მერსი სულხანიშვილმა განმარტებების კეთება დაიწყო, სადაც ცდილობდა გადაცემის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე პასუხი გაეცა.

ის აღნიშნულში პირდაპირ თამუნა გომართელს ადანაშაულებს და ამბობს, რომ თვითონ არაფერ შუაშია და გადაცემა უბრალოდ ცუდად დაამონტაჟეს. ასევე ამტკიცებს, რომ გადაცემა სპეციალურად დაამონტაჟეს ასე და მნიშვნელოვანი მომენტები ამოჭრილია. რაც შეეხება ერთ-ერთი სტუმრის, გვანცა მაღლაკელიძის ეთერიდან გაქცევას, ამბობს, რომ გვანცა მისი განცხადების შემდეგ არ წასულა...

როგორც მერსის სტატუსებიდან ვიგებთ, ხალხის ნაწილი პირად შეტყობინებებს უგზავნის და ამ ყველაფერში უშუალოდ მას ადანაშაულებს.

„თამუნა გომართელის ძლიერი მხარე ყველაფერთან ერთად სხვის უბედურებაზე აგებული კარიერაა. მაგ სცენარს შენც დაგიწერენ.

როგორ ბინძურადაც ცდილობ მანდ ადამიანს სამსახური დააკარგინო ამ სკანდალის და ვითომ დაწერილი სცენარი შენს სცენარსაც გაივლიან უბრალოდ ხელს სხვები მოაწერენ.

„Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი და ტელეკომპანია Rustavi 2 • რუსთავი 2 ორი დღეა ხმას არ ვიღებ გაეცით ადამიანებს პასუხი ვფიქრობ საზოგადოება იმსახურებს ამას. კიდევ ერთხელ ვითვალისწინებ კოლეგიალობას როგორც დაჭერით კონტექსტიდან ამოგლეჯილად დაამახანიჯეთ გადაცემა. მე არავისთვის არც შეურაცხყოფა მიმიყენებია და მით უმეტეს არც სტუდიიდან ტირილით გამიქცევია კარგად იცით ვინც გააქცია უადგილოდ დაჩეხილი ჩემი რეპლიკა რომელიც არ ასახავს სრულყოფილებას.

რეპლიკა რომელიც გამოხატავდა სულ სხვა რამეს, ორი დღეა ველი ტელეკომპანიისგან განცხადებას თუმცა, როგორც ჩანს უშედეგოდ ხო მთავარი სადაა ის ეპიზოდი სადაც მე ახალგაზრდებს მოუწოდებ არ აყვნენ დიეტებს სად არის? არ არის ხოდა გაეცით პასუხი ახლა თინეიჯერებს ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება“, - წერს მერსი და ფოტოს აქვეყნებს. 

„კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ მოთხოვოთ ტელეკომპანია Rustavi 2 • რუსთავი 2 და გადაცემა Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი დამახინჯებული კონტექტსტიდან ამოგლეჯილი ვერსიის მონტაჟისთვის, კითხვას გააჩნია პასუხი, რომელიც შავ მასალაშია.

პასუხის ნაცვლად მონტაჟის დროს რატომღაც ხდება კადრის დრამატიზება და ჩასმა იმ ეპიზოდის სადაც თამუნა გომართელმა (რუსთავი2-ის გადაცემა სხვა კითხვები ერთ-ერთი თანამშრომელია) რომელიც მთელი გადაცემის განმავლობაში ცდილობდა არ ვიცი რატომ, მაგრამ ფოტოგრაფ გვანცას წონის გამო მიზანმიმართულ ბულინგს რამაც სტუმარი მიიყვანა ტირილამდე რის შედეგადაც მოხდა ჩაწერის შეჩერება. დამონტაჟებულ გადაცემაში ჩანს როგორ შემოყავს თამუნას გვანცა ისმის გადაცემის წამყვანის ანა ჩირაძის რეპლიკა შერიგდენ  
გადაცემიდან გამქრალია უამრავი სასარგებლო ეპიზოდი მათ შორის ერთ-ერთი სადაც, მაგალითად თინეიჯერებს მოუწოდებ, რომ არ იდიეტონ არ აყვნენ ამ საზოგადოებრივ ტრენდს.

ასევე როცა ვსაუბრობ ჭარბ წონაზე ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ ბულინგი როგორც ჭარბწონიანების მიუღებელია ასევე გამხდრების. ასევე რომ ადამიანებს შეიძლება ადამიანს წონა არა იმისგან ჰქონდეს, რომ ჭამს არამედ ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემები როგორც გამხდარს ასევე ჭარბწონიანს. სად არის არ არის? ბოდიში მაგრამ მე თამუნას ადვოკატი არ ვარ, რომ გადავეფარო ხოდა სანამ ყველაფერი აქ დაიწერა ველი ზომებს სანამ დავწერე როგორ აპირებდა რ2 თამუნას გაპრავებას ჩემით და ახლა ვიღაც ვიღაცებს ვიღაცაზე ხელის შეწმენდა არ გამოგივათ“, - წერს მერსი სულხანიშვილი.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

 

თამუნა გომართელი ჯერჯერობით დუმს. ის არც მერსის პასუხობს და არც განმარტებას აკეთებს. რამდენიმე ადამიანმა მისი დაცვა სცადა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მხარდამჭერებიც თავდასხმის ობიექტები გახდნენ.

ამ დროისთვის აღნიშნული გადაცემის ის ნაწილი, სადაც პირადი შეურაცხყოფის გამო სტუმარი ეთერს ტოვებს, არ იძებნება. ტელეკომპანია და თვითონ გადაცემა კი დუმს და განცხადება ჯერ არცერთს გაუკეთებია.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵როგორია დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანის მიღმა, რა ქონებას ფლობს ტელეწამყვანის მეუღლე და რაზე ოცნებოდა ბავშვობაში

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵სასამართლო პროცესი, მარინა ბერიძის მუქარა - ნინო ჩხეიძის 6 სკანდალი

🔵როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი