
„რა გახდა თამუნა ამონაშვილის უშვილობის მიზეზი?“ - ეს კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა „ია ფარულავას კონვერტში“ სტუმრად მყოფმა თამუნა ამონაშვილმა და დასძინა, რომ ამ საკითხს არასდროს გაასაჯაროებდა.
ამავე გადაცემაში მომღერალმა აღნიშნა, რომ უფლისგან ყველა სიკეთე მიიღო, რაც კი უნატრია. მხოლოდ შვილი არ გაუჩნდა, თუმცა მანვე თქვა, რომ ეს მოცემულობა უფლის ნებად მიიღო და ამისგან დრამას არ ქმნის.
„ყველაფერი უფლის ნებაა, მე ვფიქრობ რომ როცა რამე არ გეძლევა, ესე იგი ასეა საჭირო“, - აღნიშნა თამუნა ამონაშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ამ კვირაში სიყვარულის პლანეტა თევზებში გადადის - ვინ რას უნდა ელოდოს რომანტიკულ ურთიერთობებში?