Digest Logo

🎥 „ოჯახის დანგრევა შინაგანადაც განგრევს... ჩემი ოჯახისთვის უფრო რთული იყო, ძალიან დიდი ბოდიში მინდა ვთქვა საჯაროდ, რომ ამხელა სტრესის წინაშე აღმოჩნდნენ“ - თაკო ტაბატაძე

1651844644
თაკო ტაბატაძე

მუსიკოს გია ბაღაშვილის ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა თაკო ტაბატაძემ „დღის პოსტში“ მათი დანგრეული ოჯახის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„პირველი არის, რომ ოჯახის დანგრევა შინაგანადაც განგრევს  – არავინ გეგმავს, რომ ურთიერთობა, რომელიც სიყვარულით იქმნება, რაღაც დროს დასრულდება. თავიდან ძალიან რთულია, ამიტომაც არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და არც ვსაუბრობდი. ძალიან ძნელი იყო და ახლაც ძნელია. ყოველი ასეთი წინააღმდეგობა, საბოლოოდ, აძლიერებს ადამიანს. გამოცდილებაა ურთიერთობებისა და ცხოვრების მიმართულებით. ახლა დიდი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავზე აღებული.

ჩვენი შვილები უკვე იმ ასაკში არიან, აქვთ წვდომა ინტერნეტზე, გამიხარდა, რომ იუმორით შეხვდნენ, რადგან ათასი სისულელე დაიწერა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ხომ უნდა გქონდეს გარჩევის უნარი, როცა გადადიხარ საიტზე და უხამსი ვიდეოებით არის გაჯერებული, გასაგებია, რომ ის ავრცელებს ყალბ ინფორმაციას…

სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახისთვის უფრო რთული იყო, რადგან ძალიან ტრადიციული ოჯახიდან ვარ. ძალიან დიდი ბოდიში მინდა ვთქვა საჯაროდ, რომ ამხელა სტრესის წინაშე აღმოჩნდნენ,“ - საუბრობს თაკო ტაბატაძე.

 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ღმერთო, რა დამავიწყებს ამ კადრს და ნიკას სიტყვებს დღეს სიონში...“ - ლიკა ყაზბეგის ემოციური პოსტი

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი