Digest Logo

„მთავარია, არასდროს დაიძინოთ ნაჩხუბრებმა...ჩვენ დღეს 8 წელი შეგვისრულდა“ - ნუკი და ბენი ქორწინების 8 წლისთავს აღნიშნავენ

1695112830
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი ნუკი კოშკელიშვილი და მისი მეუღლე ბენი ქორწინების 8 წლისთავს აღნიშნავენ.

მოდელი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტით ულოცავს მეუღლეს საიუბილეო თარიღს და წერს, რომ ძალიან გაუმართლა მასში.

„პროსტაა“ რა გაუმართლა ბენს.

8 წელი ჩემთან... საქართველოს მოქალაქეობა და ჩემი გაუთავებელი სიშიშვლე სოციალურ ქსელში... მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს... 

ვხუმრობ, გამიმართლა მე!! რომ მიძლებს... ისე რამდენს გეგონათ, რომ დავიშლებოდით მალე?

მართალია ზოგჯერ ჩავბარგებულვარ, მაგრამ ასე ყველა ოჯახში ხდება, არავინ მოგატყუოთ და გითხრათ, რომ სულ ჩაის სვამენ და არ ჩხუბობენ.

მთავარია, არასდროს დაიძინოთ ნაჩხუბრებმა... ჩვენ დღეს 8 წელი შეგვისრულდა, რაც ცოლ-ქმარი ვართ… და მგონი კიდევ 28-ს გავქაჩავთ და მერე ვნახოთ.

მიყვარხარ, ბიჭოოო“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵 „ბავშვის კივილი მესმოდა...“ - დოლიძის ქუჩაზე სასტიკად მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია

🔵 „საქართველოში ყოველ წელს: სიგარეტთან ასოცირებული დაავადებებით კვდება 12 000-მდე ადამიანი“ - რა სტატისტიკას აქვეყნებს ექიმი არჩილ მარშანია

🔵 „მონაზონი ზოგისთვის „ცაწკალი“ და უმწეო არსებაა, რომელიც ციდან გადმოვარდა“ - რას წერს დედა სიდონია