Digest Logo

მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება

1620929400
ზურა ხაჩიძე

მომღერალი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, ზურა ხაჩიძე წლებია პროფესიიდან გამოდმინარე მედიის ყურადღების ცენტრშია. 

მის ცხოვრებაში უამრავი ტრაგედია და ცხოვრების რთული პერიოდი იყო.

დღეს ამ სტატიაში ზურა ხაჩიძის პირადზე მოგიყვებით. გავიგოთ „ქუჩის ბიჭების“ ცნობილი სახის პირადი ამბები.

ბავშვობა

ხაჩიძის ბავ­შვო­ბის წლებს უდარ­დე­ლი ნამ­დვი­ლად არ იყო. ცხრა თვის იყო, მისი მშობ­ლე­ბი რომ და­შორ­დნენ და ცალ-ცალ­კე, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის­კენ აი­ღეს გეზი, ის კი ბორ­ჯომ­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან და­ტო­ვეს. ეს ზურა ხა­ჩი­ძის ცხოვ­რე­ბის და­სა­წყი­სია.

„ქა­ლაქ ბორ­ჯომ­ში და­ვი­ბა­დე. მამა, შუქ­რი ხა­ჩი­ძე, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი გახ­ლდათ და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით მუ­შა­ობ­და. დედა, ლალი ვე­ფხვი­აშ­ვი­ლი, სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე იყო სპორ­ტსკო­ლა­ში. ცხრა თვის ვი­ყა­ვი, ჩემი მშობ­ლე­ბი რომ და­შორ­დნენ. დედა ათი წლით უმ­ცრო­სი იყო მა­მა­ზე. მო­უ­ტა­ცე­ბია მა­მას დედა, მაგ­რამ ვერ შე­ე­წყვნენ ერ­თმა­ნეთს. დედა თბი­ლის­ში წა­ვი­და. ექ­ვსი წლის ვიქ­ნე­ბო­დი ალ­ბათ, რომ გა­თხოვ­და და შვი­ლი ეყო­ლა, მამა რუ­სეთ­ში წა­ვი­და. მე მა­მის მშობ­ლებ­მა გამ­ზარ­დეს. შვი­დი წლის ასა­კი­დან გა­მოჩ­ნდა მამა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ვი­ცო­დი, მამა სა­დაც იყო, უფრო დე­დას ვკი­თხუ­ლობ­დი. მა­მი­და და ბე­ბია მზრდიდ­ნენ 14 წლამ­დე, სა­ნამ დე­დას გა­ვიც­ნობ­დი. დედა ბორ­ჯომ­ში ის­ვე­ნებ­და ხში­რად, მე­ო­რე სახ­ლი გვქონ­და იქ. ერთხელ მე­გო­ბარ­მა მო­ტყუ­ე­ბით გა­და­მიყ­ვა­ნა, რომ მე­ნა­ხა. ეს იყო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა“- ამბობს ზურა ერთ-ერთ ინტერვიუში.

„ძალიან ადრე დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება და ამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის დავიწყე სარჩოს მოპოვება, ანუ მოპარვა პირდაპირ გეტყვით“- ამბობს ზურა ხაჩიძე.

ზურა როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება მატარებელში ღამის გათენება ხშირად უწევდა.

„ვაგზლის მოდენაზე იყო მიტოვებული მატარებლები და როცა თბილისში ჩამოვდიოდი ვცხოვრობდი ამ მატარებლებში“- ამბობს ხაჩიძე.

ქუ­ჩის აკა­დე­მი­ა

ზურა ხაჩიძემ მოზარდობის ასაკი ქუჩაში გაატარა, როგორც თავად იხსენებს ქუჩიდან ბევრი კარგი, რამ ისწავლა.

„ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მხრივ, თუ რამ კარ­გი გა­მაჩ­ნია, ქუ­ჩამ მომ­ცა. მა­შინ სხვა ქუჩა იყო. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, უფ­რო­სე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას, ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მას ვსწავ­ლობ­დით. ქუ­ჩა­შიც ბევ­რი უსა­მარ­თლო­ბა ვნა­ხე, რა­საც ვერ­სად ვერ ვი­ტან. ამი­ტომ მივ­ხვდი, რომ ქუჩა „ჩემი“ არ იყო. ეს იყო ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც უნდა ამე­ღო კარ­გი და ცუდი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ბირ­ჟა­ზე დგო­მით ჩემი ცხოვ­რე­ბა არ გაგ­რძელ­დე­ბო­და. ამას ხელი შე­უ­წყო იმა­ნაც, რომ ბავ­შვო­ბა­ში მი­ლი­ცი­ას­თან მქონ­და საქ­მე“- იხსენებს მომღერალი.

„თუ ქუ­ჩას მოვ­წყდი, ეს ეკ­ლე­სი­ი­სა და ბორ­ჯომ-ბა­კუ­რი­ა­ნის ეპის­კო­პო­სის, მიტ­რო­პო­ლიტ მე­უ­ფე სე­რა­ფი­მეს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მან გამ­ზარ­და იმ პე­რი­ოდ­ში. ჯერ ვუს­მენ­დი წირ­ვა-ლოც­ვას. მერე შე­ვა­ტყვე, რომ მხო­ლოდ გო­გოს გამო არ დავ­დი­ო­დი ეკ­ლე­სი­ა­ში. მერე გა­ლო­ბაც და­ვი­წყეთ... დღეს კმა­ყო­ფი­ლიც კი ვარ იმით, რომ ბევ­რი მძი­მე წუ­თე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე. ამან გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. არ ვტრა­ბა­ხობ, მაგ­რამ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა ცხოვ­რე­ბამ, ქუ­ჩამ, ეკ­ლე­სი­ამ, ბორ­ჯომ­მა. იმა­ნაც, რომ დედა ჩემ გვერ­დით არ იყო, თვით­დამ­კვიდ­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მი­ჩი­ნა“- ამბობს ზურა.

გზა მონასტრისკენ

მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე წარ­სულ­ში სი­ო­ნის ტა­ძარ­ში გა­ლობ­და. ის დღემ­დე ინა­ხავს მარ­ხვებს და ეს­წრე­ბა წირ­ვა-ლოც­ვებს. ზურა ხა­ჩი­ძე ხში­რად წა­სუ­ლა მო­ნას­ტერ­შიც. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ფა­რის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში წას­ვლა უყ­ვარს, სა­დაც რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხში­რად ჩა­დის და ბე­რებს ეხ­მა­რე­ბა.

რამდენიმე თვის წინ მომღერალი მონასტერში წასვლა ხათუნას ჯანმრთელობის გამო გადაწყვიტა.

„ვაპირებ ცოტხანით მონასტერში წასვლას, საკუთარი ძალების აღსადგენად. სახლში ყველასთან შეთანხმებული ვარ ხათუანამაც იცის. ეს ნაბიჯი ხათუნას კარგად ყოფნისთვისაც მინდა გადავადგა და ვფიქრობ, მონასტერში წასვლა მნიშვნელოვანი იქნება.

სანამ ჩემს მომავალს არ დავინახავ მე იქიდან არ დავბრუნდები. ჩემს ხათუნაზე ვილოცებ და დარწმუნებული ვარ, რომ კარგად იქნება“- ამბობს ზურა ხაჩიძე.

სიყვარული

ზურას პირველი სიყვარული 15 წლის ასაკში ესტუმრა, მაშინ როდესაც „ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი“ ჩამოაყალიბა.

„ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მომ­წონ­და და იქ სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე. ეკ­ლე­სი­ამ ბევ­რი რამ მომ­ცა.

ნინო არე­ვა­ძე თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და, აქ სწავ­ლობ­და. მე ბორ­ჯომ­ში ვი­ყა­ვი. ვე­ღარ ვაქ­ცევ­დი სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას და გა­თხოვ­და. მერე უკვე ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე და გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს ჯგუფ­თან ერ­თად და იმ­დე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო... ბევრ დროს წა­ი­ღებს“- ამბობს ზურა ერთ-ერთ ინტერვიუში.

შემდეგ კი იყო ხათუნა ჟორდანია. როდესაც წყვილის ურთიერთობაზე პრესა ალაპარაკდა, ალბათ მაშინ ყველას ეგონა, რომ მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნებოდა, მაგრამ წყვილი უკვე 19 წლიან ქორწინებაში იმყოფება და მათ სიყვარულმა უამრავ ქარტეხილს გაუძლო.

მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - მი­უხ­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო და ხა­თუ­ნას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის არ­ცთუ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, არ შე­უ­შინ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ას და სა­ჯა­როდ გა­ამ­ხი­ლეს სიყ­ვა­რუ­ლი და და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

რო­დე­საც ხა­თუ­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, ქმა­რი პირ­ვე­ლი იყო, რო­მე­ლიც მხარ­ში და­უდ­გა და ურ­თუ­ლე­სი დღე­ე­ბი გა­და­ა­ტა­ნი­ნა, რა­ზეც ხა­თუ­ნა ხში­რად ლა­პა­რა­კობს სა­ჯა­როდ. წყვილს ერთი სა­ერ­თო გო­გო­ნა ჰყავს. ხა­თუ­ნას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი - ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე.

„როცა გა­ვი­ცა­ნი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. მას­ზე უზო­მოდ ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო იმ პე­რი­ოდ­ში, როცა რუსა მორ­ჩი­ლა­ძის სიმ­ღე­რას ჯგუ­ფი „ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი“ ნინი ქარ­სე­ლა­ძეს­თან დუ­ეტ­ში ვწერ­დით. ეს დუ­ე­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და არა­ერ­თი ჯილ­დოც ხვდა წი­ლად. ნინი 8 წლის იყო, როცა ხა­თუ­ნა შე­მიყ­ვარ­და.

ურ­თი­ერ­თო­ბის დროს ბევ­რჯერ დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს, არა­ერ­თხელ ვი­ჩხუ­ბეთ. და­შო­რე­ბის შემ­დეგ მიყ­ვარ­და ქეთა თო­ფუ­რია, მაგ­რამ რომ შევ­რიგ­დით, მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით. მას მერე მოვ­დი­ვართ ასე ლა­მა­ზად ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლით.

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ცოლი მყავს; ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მის­გან ბევ­რი რამ შე­ვი­ძი­ნე ჩემ­თვის სა­სი­კე­თო, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე; ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ თა­ვის დრო­ზე ჩემი ცხოვ­რე­ბა ხა­თუ­ნას და­ვუ­კავ­ში­რე“- ამბობს ზურა ხაჩიძე.

ნახეთ VIDEO: გამოჯანმრთელებული ხათუნა ჟორდანია საკუთარ თავს უმღერის

შვილები

ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი, ანასტასია ხაჩიძეა, ის ჯერ 14 წლის არია, თუმცა მოახერხა უკვე საზოგადოებისთვის თავის დამახსოვრება, მან მამასთან ერთად დედაენის ბაღში თავის გაკეთებულ ნივთები გაყიდა და ამით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.




ზურა ასევე მამობას უწევს ხათუნას პირველ ქალიშვილის ნინი ქარსელაძეს.

ნინი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ზურა მისთვის იდეალური მამა და მეგობარია.

ნახეთ: ჩემთვის მამაჩემს არ გაუკეთებია იმდენი, რაც ზურამ გააკეთა - ნინი ქარსელაძე

ზურა ხაჩიძის ქონება

მომღერალი ზურაბ ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

2019 წლის 10 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზურაბ ხაჩიძის სახელზე ფიქსირდება 80 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2017 წელს „საქართველოს ბანკის“ კრედიტით 70 000 დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, ის ფლობს ტოიოტა "პრადოს".

დეკლარაციის შევსების მომენტში ხაჩიძეს საბანკო ანგარიშებზე 56 000 დოლარი და 160 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ზურაბ ხაჩიძის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, 2018 წელს მან როგორც ჯგუფი „ქუჩის ბიჭების" სოლისტმა და დამფუძნებელმა მხოლოდ ერთხელ, 8-9 აგვისტოს მიიღო 50 000 ლარი.

როგორც დეკლარაციაში აღნიშნული, მომღერალი მეუღლესთან, შვილთან და გერთან ერთად ცხოვრობს. დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ნატალია ჟორდანია თბილისში 95 კვ.მ და 100 კვ.მ ფართობის ბინებს ფლობს. ხოლო მისი გერი ნინო ქარსელაძე თბილისში 120 კვ.მ და 100 კვ.მ ფართობის ბინების მფლობელია. გარდა ამისა, ქარსელაძის მფლობელობაშია ბ.მ.ვ-ის მარკის ავტომობილი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

შოკოლადი თუ სამშობლო? ბლიც-ინტერვიუ ნინი ქარსელაძესთან

ვინ არის ნინი ქარსელაძის 8 წლით უფროსი მილიონერი ქმარი

რატომ ემალებოდა ნინო ჩხეიძის მამა ჟურნალისტებს 15 წელი - გაიცანით მომღერლის მშობლები

სასამართლო პროცესი, მარინა ბერიძის მუქარა - ნინო ჩხეიძის 6 სკანდალი