Digest Logo

მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

1634631126
დავით კოდუა

ძმები კოდუების შესახებ ბევრ თქვენგანს ალბათ გსმენიათ, ისინი თბილისში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურები იყვნენ. მათზე არაერთი ჭორი თუ მართალი ვრცელდებოდა და საზოგადოებაც აქტიურად განიხილავდა ძმების პირად ცხოვრებას.

მას შემდეგ რაც ყველასათვის სასურველმა ქალმა, ალექსანდრა პაიჭაძემ საკუთარი შვილის მამის ვინაობა გაამხილა,  ყურადღების ცენტრში ამჯერად დავით კოდუა მოექცა.

 „დაიჯესტი“  დღეს მის პირადზე მოგიყვებათ, როგორია ბიზნესმენის ცხოვრება და რა სკანდალებშია გახვეული 51 წლის კოდუა. 

ბიზნესი

თბილისში Radisson RED -ის პროექტი ბიზნესმენ დავით კოდუას ეკუთვნის, ის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც აწარმოებს ბიზნესს საქმიანობას.

ბიზნესს საქმიანობის შესახებ კოდუა ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა.

ოჯახ­ში პირ­ველ­მა დე­და­ჩემ­მა და­ი­წყო ბიზ­ნე­სი. მა­შინ ჩვენ, ძმე­ბი სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლე­ბელ­ში ვსწავ­ლობ­დით: მე - სა­მე­დი­ცი­ნო­ზე, გი­ორ­გი - აკა­დე­მი­ა­ში, ერეკ­ლე კი - პო­ლი­ტექ­ნი­კურ­ში. ერეკ­ლემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ა­ბა­რა იუ­რი­დი­ულ­ზე. პირ­ვე­ლი გი­ორ­გი ჩა­ე­ბა დე­დას­თან ერ­თად ავი­ა­ბიზ­ნეს­ში და მალე მეც ავუ­ბი მათ მხა­რი. და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს - კლი­ნი­კის გარ­და, შე­ვი­ძი­ნე სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლოს" აქ­ცი­ე­ბის მეტი წილი. სხვა­თა შო­რის, იქაც რე­მონტს ვა­კე­თებ. დე­დას­თან ერ­თად მაქვს სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი - სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს ვა­შე­ნებთ არა­ყიშ­ვი­ლის და აბა­ში­ძის ქუ­ჩებ­ზე, მაქვს სატ­რან­სპორ­ტო ბიზ­ნე­სიც.

🔘მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა

2021 წლის 12 აპრილს, ბიზნესმენი დავით კოდუა ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

კოდუა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კოდუა მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა.

მეუღლეს მუშტი სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა. თუმცა მოგვიანებით ნათია გედევანიშვილმა დაკავებული მეუღლის დასაცავად პრესკონფერენცია გამართა და მისი გირაოთი გათავისუფლება ითხოვა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა კატო კოდუაც, რომელიც ამბობდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა და ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება.

5 მაისს კი დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუცვალა. როგორც ადვოკატი განმარტავს, აღკევთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ღურწკაიას თქმითვე, მათ სასამართლოში ახალი დოკუმენტაცია წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ამასთანავე, კვლევები სჭირდება. ადვოკატის თქმითვე, კოდუას ავსტრიაში ერთი ოპერაცია უკვე გაკეთებული აქვს.

🔘სასტიკად ნაცემი დავით კოდუა

2014 წელს დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე სასტიკად სცემეს, მას სამი ნიღბიანი დაესხა თავს. მასთან იმყოფებოდნენ 4 წლის შვილი და ძიძა. ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმების მეთვალყურეობით ის გადარჩა.

შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.

18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მას ახალგაზრდა რჩეული ჰყავს, ის ყველასათვის ცნობილი მოდელი ალექსანდრა პაიჭაძეა, წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 20 წელია.

ალექსანდრა პაიჭაძე მეორე შვილს სწორედ დავით კოდუასგან ელოდება.

პაიჭაძის ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების უმეტესობამ ჩათვალა, რომ შეუფერებელი წყვილია.




🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი

🔵ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

🔵როგორია დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანის მიღმა, რა ქონებას ფლობს ტელეწამყვანის მეუღლე და რაზე ოცნებოდა ბავშვობაში

🔵დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე