
„სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!“- იტყვის ქრისტეფორე მგალობლიშვილი, ცათმფრენის გაფრენამდე ფილმ „შერეკილებში“.
ჰოდა, რადგან სიყვარული მთვლემარე ბუნებას აღვიძებს და ბობოქარს ხდის ადამიანსაც აკეთილშობილებს.
საინტერესოა როგორი სიყვარული შეუძლიათ ცნობილ ადამიანებს, რომელსაც არც შემოსავალი და არც პოპულარობა აკლიათ.
საინტერესოა, უყვართ თუ არა უპირობოთ...
დღეს ცნობილი ბიზნესმენის სოსო ფხაკაძის სიყვარულის ამბავს გიამბობთ. ის გადაცემა „სთორის“ სტუმარი იყო, სადაც მეუღლის - ნათია კანდელაკის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ერთმანეთი ქორწილში გავიცანით... სამწუხაროდ ის ჩემი მეგობარი, ვისი ქორწილი იყო, ცოცხალი აღარაა.
ნათია პატარა იყო, მივედი ვეცეკვე, უცხოელი ვეგონე...
26-ის ვიყავი, ის 16-ის იყო. პირველივე დანახვისას მომეწონა.
ნათია ყოფილი მოდელი და მოცეკვავე იყო. მისთვის არ დამიშლია მოდელის კარიერის აწყობა, უბრალოდ მუშაობდა რეკლამირების განხრით. შემდეგ წამოვიდა სამსახურიდან და შვილებზე გადაერთო.
ნათია ძალიან მოსიყვარულე დედაა. ჩვენთან სიტყვა კონფლიქტი დავიწყებული გვაქვს. ასეთი გარემოება არ დგება ხოლმე. ალბათ, დიდი სიყვარულის გამოა ის გარემო, ჰარმონია და ურთიერთობები, რაც არსებობს.
ის, რაც ჩვენ გვაქვს ოჯახში, ასეთი წარმომიდგენია ოჯახი. სიყვარულმა ზღვარი არ იცის. თუ გიყვარს, გიყვარს ბოლომდე… სიყვარული ორმხრივია. თუ მეორე მხარეს თანხმობა არ არის, ურთიერთობებში, ნაპერწკალში, განწყობებში, იქ დიდი სიყვარული არასდროს იქნება.
ნათია ისევე მიყვარს, როგორც მიყვარდა 1997 წელს… ჩვენი სურვილია ეს…“, - ამბობს ფხაკაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა