Digest Logo

„ისეთ სახელებს ვეძახი, მგონი, ბავშვის ნამდვილი სახელი ოჯახშიც აღარ ახსოვთ... “ - როგორია მაკა ზამბახიძე ბებიის ამპლუაში

1652170815
ზამახიძე მაკა

დუეტი „ჯორჯია“ მონატრებულ მსმენელს დაუბრუნდა. მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს წლებია, სოლო კარიერა აქვთ, რაც ასევე გაგრძელდება, მაგრამ პარალელურად, მათი დუეტიც განაგრძობს არსებობასა და აქტიურობას.

მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ მის ქმარზე და ბებიის ამპლუაზე საუბრობს.

„მიხეილის ძალიან მადლობელი ვარ. ისე მიდგას გვერდით, მეტი რომ არ შეიძლება. თვითონ არ ვუდგავარ საკუთარ თავს გვერდით ისე, როგორც მიხეილი მიდგას. ამას საკუთარი სურვილითა და დიდი სიყვარულით აკეთებს. მოსწონს ჩვენი შემოქმედება და სხვათა შორის, სულ გვეჩხუბება, ახალი სიმღერები გააკეთეთო. ცოტა თუ გვეწელება, ნერვები ეშლება, ძალიან ჩართულია ამ პროცესში…

ქოქოსმა გადაგვრია. მე – ყველაზე მეტად. ჩემი მეგობრები უკვე უჩემოდაც ასეირნებენ, რატი საერთოდ შეშლილი ჰყავს. ისეთ სახელებს ვეძახი, მგონი, ბავშვის ნამდვილი სახელი ოჯახშიც აღარ ახსოვთ (იცინის). ძალიან მინდა, რომ კეთილი, სამართლიანი და მოსიყვარულე ბიჭი იყოს. უზომოდ მინდა, რომ სმენა ჰქონდეს. ჩემს პროფესიას გაჰყვება თუ არა, ამაზე არ ვფიქრობ, უბრალოდ, მინდა, მღეროდეს. მიყვარს, როცა ადამიანი მღერის. ჩემი მეუღლე დარდობს ხოლმე, ნეტა სმენა მქონოდაო. ქოქოსს ზოგჯერ რაღაცას ვატყობთ, მაგრამ ამის გასაგებად ჯერ პატარაა.

შვილს უფრო პატარა ასაკში აჩენ და კიდევ სხვა არის. ბებია, განსაკუთრებით კი ის, რომელიც ნაოჭებით ხვდება შვილიშვილს, იმიტომ ვერ ეუბნება უარს ვერაფერზე, რომ უკვე განვლილი აქვს ცხოვრების დიდი ნაწილი და ახლა უნდა პატარათი დატკბეს. მათ უკვე გამოიარეს სიმკაცრე შვილების აღზრდის დროს. მე ისეთ ასაკში გავხდი ბებია, შემიძლია, კიდევ ავუკრძალო რაღაცები, რაც არ მომეწონება”, - განაცხადა მაკა ზამბახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ლიფტში ვარ გაჭედილი, ორ საათში მოვა შუქიო... ყველა საგინებელი სიტყვა, რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, მათზე დავხარჯე“ - რას წერს ინგა გრიგოლია

🎥 „არასდროს ამბობდა, ცუდად ვარო. შეიძლება ატკივებოდა რაღაც, მაგრამ არ გეტყოდა“ - ნახეთ, როგორ გამოიყურება დომენიკ მანგოს დედის საფლავი

🎥 თინა კანდელაკი თავისუფალ დროს თურქულ სერიალებს უყურებს - ნახეთ კადრები