Digest Logo

„იმას განვიცდი, ჩემს შემდეგ შენ სხვა ქალი რომ გეყოლებაო...“ ღმერთისთვის მიცემული პირობა და დედის თხოვნით 15 წლის ასაკში დაქორწინება - მამა სერაფიმეს ამბავი სიყვარულისა

1650368065
მამა სერაფიმე

„სიყვარული დასაწყისია, ღმერთი დასასრული“, - ამბობს ოშო. თუ საკუთარი თავი არ შეიყვარე, არ შეიმეცნე ვერ გაიგებ სამყაროს, რადგან ნათქვამია: „შეიცან თავი შენი და შეიცნობ სამყაროს“.

საკუთარი მეს სიყვარული ეგოიზმსა და ნარცისიზმს არ მოიცავს. თუ საკუთარი თავი გიყვარს, შენი მე გაჯერებულია სიყვარულით, სადაც ეგოს ადგილი აღარ იქნება. თუ შენი თავის სიყვარულს ისწავლი, მაშინ სხვებსაც შეიყვარებ...

და მართლაც შენი მეს შეყვარების შემდეგ სხვა ადამიანებს ნეგატიურად აღარ უყურებ. ამ ხერხით გიყვარდება ყველა და ყველაფერი... ამ ნიჭის წყალობით, შენ იძენ მეორე ნახევარს და ერთ მთლიანობას ინის და იანს წარმოადგენ, ანუ „მე ვარ ხარ“.

დედამიწელებს ნამდვილად უმართლებთ, როდესაც ასეთ სიყვარულს პოულობენ, ჭეშმარიტს, უპირობოს...

ასეთი ადამიანი მამა სერაფიმე გახლავთ, რომელსაც გასაოცარი სიყვარულის ისტორია აქვს.

მან ამის შესახებ გადაცემა „ნანუკას შოუში“ დიდი ხნის წინათ ისაუბრა.

„მახსოვს, ძალიან ცუდად ვიყავი, იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე, პრაქტიკულად, კვდებოდა. ფეხმძიმედ იყო და დილით რომ გავიღვიძე, ვერ ვიცანი, ისეთი შეშუპებული იყო. ამ თემაზე, მიჭირს საუბარი, ექიმებმა ვერაფერი გაუგეს, არანაირი ანალიზი არ იყო დამაკმაყოფილებელი.

ფეხმძიმობის მე-8 თვეზე, ჰემოგლობინი 42-ზე დაუვარდა. დამეწყო პანიკური ისტერიები, რომ შეიძლება, მე ის დავკარგო, მე ის სიგიჟემდე მიყვარდა – დღესაც მიყვარს, დიდ პატივს ვცემ. მან მითხრა, მე იმის კი არ მეშინია და იმაზე კი არ განვიცდი, რომ მე მოვკვდები, იმას განვიცდი, რომ ჩემ შემდეგ, შენ სხვა ქალი გეყოლებაო.

მაშინ ვუთხარი, ჯვარი დავიწეროთ-მეთქი. მივიყვანე მამა გაბრიელის საფლავზე და ვუთხარი, შენც ითხოვე, მარტო ჩემი ლოცვა არ გიშველის მეთქი. დავადე ხელი მიწაზე და ვეუბნები – მამა გაბრიელ, თუ შენ ნამდვილად სათნო ხარ ღვთის თვალში და რასაც ხალხი შენ შესახებ იძახის, ეს მართალია, გეხვეწები, ევედრე ღმერთს, რომ მშვიდობით მოილოგინოს ჩემმა მეუღლემ-მეთქი.

იმ საღამოს, დავწექით დავიძინეთ, დილით, რომ გავიღვიძეთ, ის ქრისტინა დამიბრუნდა, რომელიც ადრე იყო.

ოღონდ, მე მამა გაბრიელს ვუთხარი, თუ ჩემი სიცოცხლე, იქნება საჭირო მონაზვნობაში, თუ ქრისტიანს გადამირჩენ, წავალ დავტოვებ, ოღონდ ეს იყოს ცოცხალი მეთქი.

როცა გადარჩა, რა თქმა უნდა, მოვიტყუე, რა აზრები აღარ მომდიოდა თავში განსაცდელის პერიოდში, მაგრამ მერე, ისე წავიდა ჩემი საქმე, რომ სამუშაო დავკარგე, ვერაფერს ვაკეთებდი, ყველაფერი უკან მიდიოდა. როგორც სასულიერო პირი და მართლმადიდებელი ქრისტიანი, სიზმრების არ უნდა გჯეროდეს.

ემოციური ხალხი ვართ, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ, მით უმეტეს, ასურელები. სიზმარში დედაო ვნახე, რომელმაც მითხრა, არ გრცხვენია, რა შეპირდი ღმერთს და რას აკეთებ დღესო? ეს სიზმარი, რამდენჯერმე გამეორდა. ამის მერე წავედი – დილით გავიღვიძე და წავედი!

– როგორ აუხსენით ცოლს, რომელიც გადაარჩინეთ?

ცოლს ავუხსენი, რომ ღმერთს შევპირდი და ამდენი ხანია, დანაპირები, არ შევასრულე. არ არის სწორი, არც ჩვენ თვალში და არც ღვთის გულში-მეთქი. მან კი მიპასუხა – შენ ცხოვრებაში, თუ მე ვიყავი ბოლო ქალი, წადი და აღიკვეცეო.

– ურთიერთობა გაქვთ მეუღლესთან?

რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირი არა. ჩემს მშობლებთან ცხოვრობს, შვილებთან ერთად. ქრისტინასთან, ორი შვილი მყავს. პირველი მეუღლისგან, რომელიც საბერძნეთში მყავდა, მისგან ერთი. 15 წლის ვიყავი, დედამ რომ დამაოჯახა, რუსეთში რომ არ წავსულიყავი. ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, დედას უნდოდა და დავემორჩილე.

– რატომ უნდოდა დედას?

იმიტომ, რომ პრაქტიკულად, საქართველოში არ ვცხოვრობდი, სულ რუსეთში ვიყავი. მამაჩემმა წამიყვანა სამუშაოდ. ეს იყო 90-იანი წლებში, ურთულესი პერიდი იყო. დიღმის ტრასაზე, მავთულით მიმაგრებულ კიბეზე ჩავდიოდით, რომ შეშა დაგვეჩეხა და ამოგვეტანა. დისშვილი ახალი შეძენილი გვყავდა და რომ არ გაციებულიყო. მამაჩემმა გადაწყვიტა, რუსეთში წავეყვანე, სადაც განვაგრძე სწავლა. რომ ჩამოვედი, ეგრევე ცოლი შემრთო დედაჩემმა.

– მალე განქორწინდით?

კი, 18 წლის ასაკში.

– მეორე ქორწინება, ალბათ უფრო დიდი სიყვარული იყო?

ღმერთმა დამიფაროს, რაიმე ჩრდილი მივაყენო, პირველ მეუღლეს, ის ჩემი მეუღლე იყო. მიუხედავად იმისა, რომ არც ხელი მქონდა მოწერილი, არც ჯვარი დაწერილი. მეორე მეუღლესთან კი, ჯვარნაწერი ვარ.

– პირველად ტაძარში, ამის შემდეგ შეხვედით, არ შეგეშინდათ?

არა. ჩემმა მეუღლემ მითხრა, ცოცხალი ქმარი მყავხარ და მე ქვრივად დამტოვეო. მე ვუთხარი, ეს ნაბიჯი, შენთან ერთად გადავწყვიტე, რატომ მეუბნები, როცა უკვე მონაზონი ვარ მეთქი.

– როცა ეს პირობა დადეთ, მეუღლეს არ შეუთანხმდით?

მის წინ დავდე ეს პირობა, თუ არ უნდოდა, აუცილებლად მეტყოდა, რას ჰპირდები ღმერთს, თავი დაანებეო. მის წინ შევუთანხმდი.

– არასდროს უსაყვედურებია ამ გადაწყვეტილების გამო?

არა, პირიქით. მახსოვს, ერთხელ, მონასტრიდან რომ ჩამოვედი, სახლში დავრჩი ორი კვირა, დილის 6 საათზე, ოთახში კაკუნია, გავაღე კარი, ჩემი ცოლი დგას და მეუბნება, ექვსს აკლია 10 წუთი, ლოცვაზე არ დგებიო?

და მაშინ მივხვდი, რომ ის აღკვეცილი არ არის, თორემ ჩემზე დიდი მონაზონია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა