
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციონერ გიგი უგულავას „TV პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას ჭკუასუსტი ღამურა უწოდა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, უგულავას არ გააჩნია არც ღირებულებები და არც თავმოყვარეობა.
„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრობს ხომ არ იცით? ვინაა, რას წარმოადგენს? თავის თავზე ილაპარაკოს, თვითონ არც ღირებულებები გააჩნია, არც პრინციპები, არც იდეოლოგია და არც თავმოყვარეობა - ეს ვიცით. მეხუთე პარტია ევროპული საქართველოა და ამ პარტიას ღირებულებითი უფსკრული აქვს ძალებთან, რომლებიც „ქართულ მიწას არ ყიდიან“ და „ჩამოთრეულებს“ იგერიებენ (ეს ერთია, უამრავ განსხვავებას დავწერ). ლელო (მეოთხე ეგაა, ოდნავ გვისწრებს) და ხაზარაძე-ჯაფარიძე თუ აძლევენ მათი სახელით საუბრის უფლებას - მათი ნებაა. ეს დასაცინი ღამურა ჩვენი სახელით ვერაფერს იტყვის“, - წერს ჩერგოლეიშვილი facebook გვერდზე.
ჩერგოლეიშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც „TV პირველის“ ეთერში გიგი უგულავამ ქვეყანაში შექმნილი ორპოლუსიანობა ნომრით და ადგილით მე-3, მე-4, მე-5 თუ მე-6 ოპოზიციურ პარტიებს დააბრალა.
მისი თქმით, არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ ამაში დამნაშავეები არ არიან.
როგორც უგულავამ აღნიშნა, პატარა პარტიები ერთმანეთისგან იდეოლოგიურად დიდად არ განსხვავდებიან და საჭიროა, საერთო ენა გამონახონ.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ: